“ბარსელონამ” “რეალი” მადრიდში დაამარცხა (ვიდეო)
23 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ცხრა წუთში კი ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა სერხი რობერტოს გადაცემის შემდეგ ბურთი მადრიდელთა კარში მარტივად მოათავსა. ათი წუთის შემდეგ, დანი კარვახალმა ბურთი ხელით მოიგერია, რის გამოც პენალტი დაინიშნა, “სამეფო კლუბის” მარჯვენა მცველს კი არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მესიმ შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა დააფიქსირა – 0:3.
“რეალი” – “ბარსელონა” 0:3
გოლები: სუარესი 54′, მესი 64′, ალეიშ ვიდალი 93′.
გაფრთხილებები: ვერმაელენი 18′, რამოსი 59′, მარსელო 83.
გაძევება: კარვახალი 63′.
მიმოხილვა