“ბარსელონამ” საკუთარ კედლებში პრაღის “სლავიას” დამარცხება ვერ შეძლო (ვიდეო)
5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა შედგა კატალონიის “ბარსელონასა” და პრაღის “სლავიას” შორის. მატჩის უდავო ფავორიტად კატალონიური გრანდი მიიჩნეოდა, თუმცა ჩეხურმა კლუბმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
ჩეხეთში გამართული შეხვედრის მსგავსად, “სლავია” დღესაც საკმაოდ ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ვერცერთმა შეძლო.
მეორე ტაიმში “ბარსელონა” მეტოქეზე ზეწოლას ზრდიდა, რასაც მოედანზე ანსუ ფატის გამოჩენაც უწყობდა ხელს, თუმცაც ამაოდ – ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “ლევანტესთან” განცდილი მარცხის შემდეგ კიდევ ერთი კრახი განიცადა და საშინაო მატჩში ორი ქულა დაკარგა.
ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფს სამი ტურის შემდეგ კვლავაც “ბარსელონა” ულიდერებს 8 ქულით, ხოლო “სლავია” ორი ქულით ბოლო ადგილზე იქნება. მეორე ადგილისთვის კი დღეს “ბორუსია” და “ინტერი” იბრძოლებენ.