“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ იმარჯვა, ამჯერად ლა ლიგაში (ვიდეო)
ორ მარტს ესპანური ლა ლიგის გამორჩეული შეხვედრა გაიმართა მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” მონაწილეობით. კოპა დელ რეის განმეორებით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (0:3) “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბურთს უფრო ხშირად მასპინძლები აკონტროლებდნენ. “კლასიკოს” თან ახლდა ჩვეული დაძაბულობაც. მადრიდელთა მხრიდან სერხიო რამოსი და ვინისიუს ჟუნიორი აქტიურობდნენ, სტუმრებთა რიგებში კი არგენტინელი გოლეადორი გახლდათ მოწოდების სიმაღლეზე.
უაღრესად დაძაბული მატჩის ბედი ივან რაკიტიჩის მიერ 26-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მას შემდეგ გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ბურთი კარის ბადეს აღარ შეხები – 0:1.
ასე რომ, 26-ე ტურის შემდეგ “ბარსელონასა” და “რეალს” შორის სხვოაბა 12 ქულა იქნება. მომდევნო ტურში “ბლაუგრანა” “რაიო ვალენკანოს” მიიღებს, “ბლანკოსი” კი “ვალიადოლიდს” ეწვევა.