“ბარსელონამ” “სელტიკთან” მატჩისთვის ორი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატა
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, აღნიშნულ შეხვედრას ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, კარლეს პუიოლი, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი გამოტოვებენ. ამასთან დაკავშირებით, “ბარსელონას” განაცხადში გუნდის “B” სიიდან ორი ფეხბურთელია შეყვანილი – პატრიკ გაბარონი და სერხი გომესი.
“ბარსელონას” სრული განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ვიქტორ ვალდესი, ხოსე პინტო, ოლასაბალი;
მცველები: მარტინ მონტოია, ხერარ პიკე, მარკ ბარტრა, დანი ალვეში, სერხი გომესი, ადრიანო კორეა;
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, პატრიკ გაბარონი, ალექს სონგი, ჯონათან დოს სანტოსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი, ჩესკ ფაბრეგასი;
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, ალექსის სანჩესი, ნეიმარი, კრისტიან ტელიო.
მატჩი “სელტიკსა” და “ბარსელონას” შორის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი