“ბარსელონამ” “სევილია” დაამარცხა: მესიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა! (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სანჩეს პისხუანზე” გაიმართა. “დალაქებმა” საკუთარ კედლებში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, “ბარსელონა”, მიიღეს და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 22-ე წუთზე ხესუს ნავასის გოლით გაიხსნა, რასაც ლეო მესიმ ოთხ წუთში ბრწყინვალე გასროლით უპასუხა. ტაიმის მიწურულს მერკადომ კვლავ შეძლო მასპინძელთა დაწინაურება – 2:1.
მეორე ტაიმში “ბარსელონელებმა” ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, რამაც შედეგი შეხვედრის 67-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ლეო მესიმ უსმან დემბელეს გადაცემა გოლად გარდასახა. 85-ე წუთზე მატჩის საუკეთესოდ დასახელებულმა ლეო მესიმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. საბოლოო შედეგი “ბარსას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დააფიქსირა – 2:4.
ასე რომ, “ბარსელონამ” მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და უშუალო მეტოქეებთან სხვაობა გაზარდა. მომდევნო ტურში კი მათი მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება.