“ბარსელონამ” “ვალიადოლიდს” შანსი არ დაუტოვა
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, კატალონიელებმა “ნოუ კამპზე” “ვალიადოლიდს” უმასპინძლეს და ანგარიშით 4-1 გაანადგურეს.
საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-10 წუთზე მათ კუთხური ჩააწოდეს და ხავი გერამ მშვენიერი თავური დაარტყა. ვიქტორ ვალდესი ამ შემთხვევაში უძლური იყო.
მიუხედავად ამისა, “ვალიადოლიდის” უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად ოთხ წუთში სანჩესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან შორიდან უზუსტესი დარტყმის განხორციელება შეძლო და დიეგო მარინოს შანსი არ დაუტოვა.
პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. თუმცა, მეორე ტაიმი სტუმრებისთვის საშინელი აღმოჩნდა. 52-ე წუთზე ნეიმარის ბრწყინვალე გარღვევა, პასი ტელიოს, ხოლო შემდეგ პასი ჩავის, რომელსაც გატანის გარდა აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი.
64-ე წუთზე ალექსისმა დუბლი გაიფორმა. კვლავ ნეიმარის კარგი თამაში, შემდეგ გადაცემა ჩილელს და უპირატესობა ორბურთიანი ხდება.
წერტილი 70-ე წუთზე ნეიმარმა დასვა. “ვალიადოლიდის” საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქნმა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და ახალგაზრდა ბრაზილიელმა სანჩესის საგოლე პასის წყალობით, თავადაც შეძლო გოლის გატანა.
ამრიგად, “ბარსა” პრიმერა დივიზიონში მოგებების სერიას აგრძელებს.
“ბარსელონა” 4-1 “ვალიადოლიდი”
გოლები: სანჩესი, 14, 64, ჩავი, 52, ნეიმარი, 70 – ხავი გერა, 10.
“ბარსელონა” – ვალდესი, ალვეში, ბარტრა, პიკე (ბუსკეტსი, 79), ადრიანო, ჩავი, სონგი, ფაბრეგასი (ინიესტა, 65), ტელიო (პედრო, 73), ნეიმარი, სანჩესი.
“ვალიადოლიდი” – დიეგო მარინო, პენია, რუედა, ვალენტე, რუკვინა, როსი, ბარახა, ბერგდიში (გარსია, 87), ო.რამოსი, ებერტი (რამა, 71), გერა (ოსორიო, 61).
გაფრთხილებები: ბერგდეში, როსი, ო.რამოსი.
სანდრო საპანაძე