“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

თარიღი: ოქტომბერი 16, 2019

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე ის გახლავთ, რომ “ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა უარი განაცხადა ესპანეთის სახელით თამაშზე.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” 12-წლამდელთა გუნდი დონანის ერთა თასის 2019 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებდა მონაწილეობას, რომელიც წარმატებით დაძლია. თუმცა გუნდი დასკვნით ფაზაზე არ იასპარეზებს.

“ბარსელონას” პროტესტის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ტურნირის დასკვნით ეტაპზე 12-წლამდელებს ესპანეთის სახელითა და მაისურით მოუწევთ თამაში.

“ბარსელონას” ნაცვლად დანონის ერთა თასის ფინალურ ეტაპზე ესპანეთის სახელით “ვილიარეალის” ჭაბუკთა გუნდი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები