„ბარსელონას“ ახალი თავკაცი ჰყავს
„ბარსელონა B“-ს მთავარ მწვრთნელად ხერარდ ლოპესი დაინიშნა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.
ლოპესი „ბარსას“ აღზრდილია. ექს-ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“ ხუთი წლის განმავლობაში ითამაშა – „ბლაუგრანასის“ ღირსებას ის 2000 წლიდან 2005 წლამდე იცავდა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა 36 წლის სპეციალისტი ასევე კატალონიის ნაკრების პოსტზე, რომელსაც აქამდე იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში „ბარსელონას“ მეორე გუნდმა 22-ე ადგილი დაიკავა და სეგუნდა დივიზიონს დაემშვიდობა.