“ბარსელონას” დირექტორი: “მზად ვართ, კოუტინიო ზამთარში ვიყიდოთ”
კატალონიის “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ კლუბის გულშემატკივრებისთვის საინტერესო განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ზამთარში მათგან ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.
“მზად ვართ ზამთარში კოუტინიო დავიმატოთ და ყველა ის ფეხბურთელი, რომლის მოყვანის სურვილიც ტექნიკურ პერსონალს გაუჩნდება. თუმცა, თუ ფეხბურთელების დამატებას გადავწყვეტთ, რამდენიმე უნდა გავუშვათ კიდეც.
უნდა დავივიწყოთ ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული თანხა. გადასახადების წყალობით, ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 188 მილიონი ევროა, საერთო ჯამში კი კლუბის ანგარიშზე 144 მილიონი ევროს მოგება აისახა,” – აცხადებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დირექტორი.
25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში გატანილი 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა (“ლივერპულში”), “ბარსელონას” დაახლოებით 115 მილიონი უნდა დაუჯდეს.