„ბარსელონას“ ნახევარმცველი კატალონიური კლუბიდან წასვლას აპირებს
მიმდინარე წლის ზაფხულში ალექს სონგი „ბარსელონადან“ ერთწლიანი იჯარით „ვესტ ჰემში“ გადაბარგდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ იგი ესპანეთში დაბრუნებას არ ისურვებდა.
ამჟამად სონგი „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რისი წყალობითაც, ლონდონური კლუბი ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის ოთხეულში იმყოფება.
იმის მიუხედავად, რომ ალექსის შეძენა „მარსელის“ ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე დარჩენას აპირებს, სადაც აქამდე ექვსი წლის განმავლობაში „არსენალის“ ფერებს იცავდა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში, ინგლისში დავბრუნდებოდი. ზაფხულში იტალიაში, საფრანგეთში ან თურქეთში გადასვლა შემეძლო, თუმცა არც ერთ სხვა ქვეყანაში წასვლა არ მსურდა. ხალხი მეკითხება, თუ რატომ ავირჩე „ვესტ ჰემი“, თუმცა ჩემი გადაწყვეტილების გამო არ ვნანობ“, – განუცხადა კამერუნელმა „Le10Sport“-ს.