“ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ბარსელონას” პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდის ცხრიდან ერთ ფეხბურთელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულ მოთამაშეს დღეს ძირითად გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება უნდა დაეწყო.
ფეხბურთელის ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხბურთელი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
აღნიშნულ მოთამაშეს შეხება არ ჰქონია ძირითადი გუნდის წევრებთან, რომელთაც 14 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” მოუწევთ დაპირისპირება.