“ბარსელონას პოგბა კი არა, პასტორე სჭირდება”

თარიღი: აპრილი 15, 2015

“რივერ პლეიტის” და “ტენერიფეს” ყოფილი დამრიგებელი, ანხელ კაპა თვლის, რომ “ბარსელონას” პოლ პოგბას შეძენა არ სჭირდება. კაპას აზრით კატალონიური კლუბისთვის გაცილებით კარგი შენაძენი ხავიერ პასტორე იქნება.
“ბარსელონას და პასტორეს ერთნაირი საფეხბურთო ფილოსოფია აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ინიესტა “ატლეტიკოს” ფეხბურთის ფილოსოფიის მიმდევარი არ არის, ამიტომ მადრიდულ კლუბში ის თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა. ანალოგიურია პასტორეს შემთხვევაც. კარგი იქნებოდა, მას “ბარსელონაში” რომ ეთამაშა, რადგან ეს კლუბი შედეგს ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით აღწევს” – განაცხადა კაპამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონას” ნახევარდაცვის გაძლიერება პოლ პოგბათი სურს.

მსგავსი სიახლეები