“ბარსელონას” პრეზიდენტი “ლივერპულთან” განცდილ კრახს გამოეხმაურა
კატალონიის “ბარსელონამ” ზედიზედ მეორე წელს განიცადა მტკივნეული მარცხი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად. “ლივერპულთან” განცდილ კრახს რამდენიმე წუთში “ბლაუგრანას” პრეზიდენტი გამოეხმაურა.
“ვიცი, რას გრძნობენ ახლა ფანები და ამის გამო ძალიან ვწუხვარ, განსაკუთრებით კი მათთან ვგრძნობთ თავს დამნაშავედ, ვინც “ენფილდზე” წაყვა ჩვენ გუნდს. რომში ასეთი რამ უკვე მოგვივიდა და ახლაც იგივე განმეორდა.
მირჩევნია ახლა ახსნა-განმარტებებისგან თავი შევიკავო. ანალიზისთვის დრო ისედაც გვექნება. წინ თასის ფინალი გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა მარცხზე ფიქრის დრო არ გვაქვს.
მეოთხე გოლი? წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება აიხსნას ეს. მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ჯერ არ მისაუბრია. ახლა ყველა ცუდად გრძნობს თავს, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ,” – აცხადებს ბართომეუ.