“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატს გვარდიოლას დაბრუნება სურს
ხოან ლაპორტა, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე 2003-10 წლებში მოღვაწეობდა, კატალონიური გრანდის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას კვლავ გეგმავს.
“მსურს “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარვადგინო. ამ თანამდებობაზე აქამდეც ვყოფილვარ და ძალიან ამაღელვებელი იქნება დაბრუნება. 2021 წელს სიტუაცია ძალიან გართულდება და ჩვენ პროგრესისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს. მე იმ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი.
ძალიან გამიხარდება, თუ გვარდიოლა დაბრუნდება. თუმცა ვიცი, რომ ახლა “სიტიში” მუშაობს და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ მის დაბრუნებას ძალიან ბევრი კატალონიელი დაუჭერს მხარს.
როდესაც დრო მოვა, ჩვენ გავესაუბრებით ადამიანს, რომელმაც “ბარსელონა” 2021 წლიდან უნდა გაწვრთნას,” – აცხადებს ლაპორტა.