“ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა ფანტასტიური გოლი გაიტანა (ვიდეო)
“ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელმა ბარბარა ლატორემ “ესპანიოლის” კარში ფანტასტიური გოლი გაიტანა.
23 წლის გოგონამ მოედნის ცენტირდან წამოწყებული სოლო-რეიდის დროს გზიდან ექვსი მეტოქე ჩამოიტოვა, ვერც უხეშობამ შეაჩერა და მომენტი ეფექტური გოლით დააგვირგვინა.
ჟერარ პიკემ ეს ბურთი ლიონელ მესის მიერ “ხეტაფეს” კარში და ბრაზილიელი რონალდოს მიერ “კომპოსტელას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გატანილ გოლებს შეადარა.