“ბარსელონას” სერხი რობერტოსთან გახანგრძლივება სურს

თარიღი: ნოემბერი 26, 2015

კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ.

არსებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას სერხიო რობერტოს გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს, რომელიც მიმდინარე კონტრაქტის თანახმად, 30 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ევროპული კლუბებისთვის უკვე არც ისე დიდი თანხაა.

თუმცა, კატალონიელთათვის ეს საჩქარო საქმე ნამდვილად არ არის, რადგან რობერტოს მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლამდეა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, სერხი რობერტოს ანგარიშზე “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებული ათი მატჩია და თავის გამოჩენა მან ოთხი საგოლე გადაცემით შეძლო.

მსგავსი სიახლეები