“ბარსელონას” სხვა კლუბებისთვის 260 მილიონის ოდენობის ვალი აქვს გადასახელი
“ბარსელონას” მიერ გასაჯაროვებული 2018/19 წლების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებიდან ვარკვევთ,რომ კლუბს ჯერაც არ გადაუხდია “ლივერპულისთვის” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თანხის დიდი ნაწილი.
როგორც ცნობილი ხდება, საერთო ჯამში “ბარსელონას” სხვა კლუბებისთვის 260.7 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი. ყველაზე მეტი კი “ლივერპულისთვის” – საუბარია 94.6 მილიონ ევროზე.
“ბარსელონას” ჯერაც არ გადაუხდია 30.3 მილიონი ევრო “ბორდოსთვის” (მალკომის ტრანსფერი), 10.9 მილიონი ევრო “ბაიერნისთვის” ( არტურო ვიდალის ), 31.4 მილიონი ევრო “ვალენსიასთვის” (ნეტო) და 48.6 მილიონი ევრო “აიაქსისთვის” (ფრენკი დე იონგი).
სხვა კლუბებს კი 75.3 მილიონი მმართებთ “ბარსელონასი”. “ევერტონს” ესპანეთის ჩემპიონისთვის ჯერაც არ გადაუხდია 26 მილიონი ევრო, რის სანაცვლოდაც “კამფეტებმა” იერი მინა, ლუკას დინიე და ანდრე გომეში დაიმატეს. ასევე “ბლაუგრანას” ვალი აქვს დორტმუნდის “ბორუსიასა” (პაკო ალკასერი, 11.01 მილიონი) და “ვალენსიას” (იასპერ სილესენი, 13.9 მილიონი).