„ბარსელონას“ თბილისში რამდენიმე ისტორიული რეკორდის დამყარების შანსი აქვს
„დინამო არენაზე“ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის უეფას სუპერთასის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. მანამდე კი ამ მატჩთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელს გთავაზობთ:
– დღეს „ბარსელონა“ უეფას სუპერთასის რეკორდულ, მეცხრე მატჩს ჩაატარებს
– გამარჯვების შემთხვევაში, „ბარსა“ მოგებული სუპერთასების რაოდენობით „მილანს“ გაუთანაბრდება („როსონერის“ ეს ტიტული ხუთჯერ აქვთ მოგებული)
– დანი ალვესს პაოლო მალდინის რეკორდის განმეორება შეუძლია. იტალიელმა „შავ-წითლების“ შემადგენლობაში ხუთი სუპერთასის მატჩიდან ოთხი მოიგო
– ლუის ენრიკეს აქვს შანსი, გახდეს მეოთხე, ვინც უეფას სუპერთასი როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე მსგავს წარმატებას ხოსეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ მიაღწიეს
– უნაი ემერის გუნდებს „ბარსელონასთვის“ არასდროს მოუგიათ. ჯამში ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ალმერიამ“, „ვალენსიამ“, „სპარტაკმა“ და „სევილიამ“ „ბარსელონასთან“ 19 მატჩი ჩაატარეს. ემერის ანგარიშზე ამ 19 შეხვედრაში 13 მარცხი და 6 ფრეა
– ლიონელ მესის ანგარიშზე ზემოხსენებულ შეხვედრებში 22 გოლია