“ბარსელონას” ტრანსფერებისთვის ფული აღარ აქვს
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში 120 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, “ბარსელონას” ტრანსფერებისთვის ფული აღარ დარჩა.
ზაფხულისა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დანახარჯი 312 მილიონ ევროს შეადგენს. სანაცვლოდ კი გუნდი შემდეგი ფეხბურთელებით გაძლიერდა: დემბელე, პაულინიო, სემედუ, დეულოფეუ, და მარლონი (თუმცა ეს უკანასკნელი “ნიცაში” დაბრუნდა).
გასავალსა და შემოსავალს შორის სხვაობა 26 მილიონი ევროა – ნეიმარი (222მლნ.), ტელიო (4 მლნ.) დარჩენილი 60 მილიონი კი კლუბმა სხვადასხვა გზებით მიიღო. მომდევნო დღეებში შესაძლოა, ეს დეფიციტი 38 მილიონამდეც გაიზარდოს, თუ “ბლაუგრანა” იერი მინასაც დაიმატებს.
ასე რომ, კატალონიელები დიდ გასაჭირში იმყოფებიან. ჭირს ახალი სპონსორების პოვნაც. მას შემდეგ, რაც ბართომეუმ ფინანსების დირექტორი გაანთავისუფლა, მისი შემცვლელი ჯერაც არ უპოვნია.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსას” ვალი 200 მილიონამდე არ შემცირდება, კატალონიელები “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას ვერ შეძლებენ. წინასწარი პროგნოზით, შემცირების ნაცვლად, ვალი 300 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.