“ბარსელონასა” და “რეალზე” უკეთესი შეტევა? რამდენი გოლი გაიტანა “მონაკომ”ახალ სეზონში?
სანამ “რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ, ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით კიდევ ერთი გუნდი იკრებდა საკუთარ ძალებს. საუბარია ფრანგულ “მონაკოზე”, რომელსაც სათავეში ლეონარდო ჟარდიმი უდგას.
შესაძლოა, “მონაკო” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე იყოს, მაგრამ მხოლოდ ბოლო ექვსი მატჩის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.
“მონაკოელებმა” ლიგა 1-ის პირველ 17 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხეს. დროის ასეთ მონაკვეთში მათზე უკეთესი შედეგის ჩვენება მხოლოდ “RC პარიზმა” მოახერხა 1959 წელს, რომელსაც 56 გოლი ჰქონდა 18 მატჩში გატანილი. დიახ, ჟარდიმის ბიჭებს ამ შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლიათ, ოღონდ ამისთვის “ლიონთან” უნდა გაილაღონ.
რაც შეეხება ფრანგთა მთავარ დამრტყმელ ძალას, რადამელ ფალკაომ ყველა ტურნირში ერთად კოლუმბიელმა 14 გოლის გატანა მოახერხა (ახალ სეზონში). “მონაკომ” კი საერთო ჯამში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 78 გოლი დააგროვა, რაც თითო მატჩში საშუალოდ 3.1 გოლს უდრის.