“ბარსელონაში” კონფლიქტი გამძაფრდა
ესპანური ინტერნეტ-გამოცემა “სპორტის” ცნობით “ბარსელონაში” ლუის ენრიკესა და ლიონელ მესის შორის არსებული კონფლიქტი გამძაფრდა.
გავრცელებული ინოფრმაციით მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა – იმ შემთხვევაში, თუ ლუის ენრიკეს დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ, არგენტინელი შემტევი გუნდს დატოვებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ გუნდთან დაახლოებულმა პირმაც დაუდასტურა.
შეგახსნებთ, რომ მოთამაშესა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი “რეალ სოსიედადთან” გასვლითი მატჩის შემდეგ დაიწყო.