“ბარსელონაში” კორონავირუსის გამო ვარჯიშები გაუქმდა

თარიღი: იანვარი 5, 2021

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდმა დღევანდელი ვარჯიში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლინების გამო გააუქმა.

კლუბის ცნობით, კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი სამწვრთნელო შტაბის ორმა წევრმა მიიღო. გუნდისა და პერსონალის თითოეულ წევრს უკვე ჩაუტარდა დამატებითი ტესტირებები.

როგორც იცით, “ბარსელონას” მომდევნო მატჩი 6 იანვარს, 23:59 საათზე აქვს დაგეგმილი ბილბაოს “ატლეტიკთან”. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შესაძლოა ამ მატჩის გადადება გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები