“ბარსელონაში” შიშობენ, რომ ოჯახის ქმედებები ჰალილოვიჩის კარიერას საფრთხეს უქმნის
კატალონიური “ბარსელონას” მფლობელები შიშობენ, რომ ალენ ჰალილოვიჩის მშობლების ქმედებები ხორვატი ფეხბურთელის მომავალზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
შეგახსენებთ, რომ ალენი ამ დროისთვის “ჰამბურგის” რიგებში ირიცხება. მართალია, “ბარსას” მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელი ნაცლად პროგრესისა, რეგრესს განიცდის.
კატალონიელებს ნამდვილად ერჩივნათ, ჰალილოვიჩი ესპანურ გუნდში გადასულიყო, მაგრამ ალენის მამის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე (ტრანსფერის საფასურის ნახევარს, 2.5 მილიონ ევროს ითხოვდა მამამისი) “ვილიარეალის”, “სევილიასა” და “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს.
რაც შეეხება მის გერმანულ კარიერას, თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ “ჰამბურგში” მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, გუნდმა დაცვით ფეხბურთზე დაიწყო ფიქრი და ხორვატიც ჩრდილქვეშ მოექცა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსა ბ”-ში ყოფნის პერიოდში, ალენის მამამ შვილს პერსონალური მწვრთნელი დაუქირავა, რომელსაც სრულიად განსხვავებული ღირებულებები გააჩნდა. ეს კი მხარეებს შორის ურთიერთდაპირისპირების გამომწვევი ერთ-ერთი პირველი მიზეზი გახლდათ.