ბარსელონაში თვლიან, რომ ფილიპე კოუტინიო დაწყევლილ სახლში ცხოვრობს

თარიღი: აპრილი 3, 2019

კატალონიის “ბარსელონას” ფანებმა ფილიპე კოუტინიოს არასახარბიელო თამაშს საკმაოდ საინტერესო გამართლება მოუძებნეს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი “ჯადოქარის” ანგარიშზე 43 მატჩში გატანილი 10 გოლი და გაკეთებული 5 საგოლე გადაცემაა – კოუტინიოს ტრანსფერში 100 მილიონზე მეტის გადახდისას, ყველა სხვა რიცხვებს ელოდა.

“ბარსელონას” ფანებში ბოლო დროს ფეხი საკმაოდ უცნაურმა თეორიამ მოიკიდა, რის თანახმადაც, ყოფილი “ლივერპულელის” წარუმატებლობის მიზეზი დაწყევლილი სახლია.


სად ცხოვრობს კოუტინიო?


ფილიპე კოუტინიო ბარსელონას ერთ-ერთ გარეუბან კასტელდეფელსში ცხოვრობს, რომელიც “კამპ ნოუდან” სულ რაღაც 22 კილომეტრით გახლავთ დაშორებული. “ბლაუგრანას” ბაზამდე მისასვლელად კი მას სულ რაღაც ნახევარი საათის მგზავრობა სჭირდება. ამავე ქალაქში ცხოვრობს მესი და სუარესიც და აქვე ცხოვრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც რონალდინიო და ნეიმარი გახლავთ.

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კასტელდეფელსს ფეხბურთის ბევერლი-ჰილსადაც კი მოიხსენიებენ. სამოსახლოს გათვალისწინებით, ამ ადგილას სახლის ყიდვა კოსმოსურ ხარჯებს მოითხოვს – საწყისი ფასი 5-6 მილიონი ევრო გახლავთ.

სანამ უშუალოდ კოუტინიოს სახლზე გადავალთ, გეტყვით, რომ ლეო მესიმ ამ გარეუბანში სახლი 2009 წელს 2 მილიონ ევროდ იყიდა და მის გადაკეთებას 6 მილიონი დაახარჯა. ამბობენ იმასაც, კასტელდეფელსში ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი სწორედ ლეო მესის სურვილიდან გამომდინარე არ აშენდა. ოფიციალურ საბუთში კი მიზეზად ეკოლოგიური ფაქტორებია დასახელებული.

კოუტინიოს დაბინავებაზე მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუის სუარესმა იცხოვრა, რომელიც მესის მეზობლად ცხოვრობს და სახლის რეკონსტრუქციისას არგენტინელი გოლეადორის პროექტიდან იღებდა მაგალითს. ფილს სასტუმროში დარჩენაც კი არ დასჭირვებია. ახლა ის ლუისისა და მესის სახლიდან 10 წუთის სავალზე ცხოვრობს.


დაწყევლილი სახლი?


ბრაზილიელი ვარსკვლავი ცესკ ფაბრეგასის მიერ 2014 წელს 1.25 მილიონ ევროდ ნაყიდ სახლში ცხოვრობს, სადაც “არსენალის” ვარსკვლავმა 5 მილიონი ევრო ჩადო. რა თქმა უნდა, ფაბრეგასმა არც კი იცოდა, რომ სულ მალე ჟოზე მოურინიოსთან, ლონდონში მოუწევდა გადაბარგება.

ფაბრეგასის შემდეგ ამ სახლში ტომას ვერმაელენი დაბინავდა. თითქმის ხუთი წელი გავიდა ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ და ამ პერიოდში ტრავმების გამო ლაზარეთში 568 დღის გატარება მოუწია.

2016 წლის ივლისში ვერმაელენი “რომაში” გაანათხოვრეს და სახლმაც ახალი პატრონი იპოვე ნახევარმცველ ანდრე გომეშის სახით, რომლის ტრანსფერშიც “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 37 მილიონი ევრო გადაიხადეს. სტატისტიკა – 78 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. კოუტინიოს ტრანსფერამდე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახალი ბინა იპოვა და 6 თვის შემდეგ უკვე “ევერტონში” თამაშობდა.

ფილიპე 2018 წლის იანვრის თვეში დაბინავდა, თებერვლის თვეში კი მისი სახლი უკვე გაქურდული გახლდათ. ამ დროს კოუტინიო ოჯახთან ერთად ბარსელონას ცენტრში ვახშმობდა. როდესაც შინ დაბრუნდა, კარი ღია დახვდა, ყველაფერი თავდაყირა იყო. ნამდვილად საშინელი დასაწყისი იყო.

დაბოლოს, რამდენიმე თვის წინ ფილმა საკუთარი სახლი Mundo Deportivo-ს გააშუქებინა. მართალია, ვიდეოს ხარისხი დაბალია, თუმცა ეს კატალონიურ გამოცემას უნდა დავაბრალოთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ის “პარი სენ-ჟერმენში” რჩება და სხვა კლუბში გადასვლას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა შეაქო. როგორც იცით, 21 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას ამბობდა “კარდიფის” კაპიტანი “ლივერპულთან” მატჩამდე და რა გააკე

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “ლივერპულმა” სტუმრად “კარდიფ სიტი” 2:0 დაამარცხა. შეიძლება, ითქვას, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილნერმა სალაჰს პენალტი არ დაარტყმევინა (ვიდეო)

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” სტუმრად “კარდიფ სიტი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრის მე-80 წუთზე “ლივერპულის&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” პირადი რეკორდი პრემიერ ლიგაში

მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის 35-ე წუთში “კარდიფის” კომფორტული სხვაობით დამარცხება (2-0) შეძლეს და კვლავაც განაგრძო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ ჩემპიონატში გატანილი გოლებით რონალდუს გადაასწრო

კვირას, 21 მაისს, მადრიდის “რეალმა” შინ ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და კარიმ ბენზემას ჰეთ-ტრიკის წყალობით კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიმ ბენზემა – პირველი ფეხბურთელი “რეალის” ისტორიაში, რომელმაც…

21 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და მეტოქე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო

“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ საწყის წერტილს დაუბრუნდა – ოლე გუნარ სულშერის მეთაურობით “წითელი ეშმაკუნები” “გუდისონ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიჩარლისონმა “მანჩესტერ იუნაიტედს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე რიჩარლისონმა გახსნა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის მოისაზრებენ ბუკმეკერები ევროპა ლიგის მოგების ფავორიტად?

ამ კვირას საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩებისკენ იყო მიმართული, თუმცა არც ევროპა ლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიოს “ნოუ კამპზე” დაუსტვინეს

20 აპრილს, ესპანეტის ჩემპიონატის 33-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და მეტოქე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “დღეს შეგვეძლო, პრემიერ ლიგა წაგვეგო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლონდონის “ტოტენჰემთან” მოპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ “ლივერპული” შეაქო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ლივერპული” შეაქო. ესპანელი სპეციალისტის თქმით ამ ფორმაციის “ლივერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმის “დინამო” შეუჩერებელია, “დილამ” და &#

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ დღეს 3 შეხვედრა გაიმართა. 16:00 საათზე ბოლნისის “სიონმა” “საბურთალო” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა....
წაკითხვა