“ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ “სოსიედადის” ფეხბურთელი ციხეში აღმოჩნდა
“რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა ხარის სეფეროვიჩა საკუტარ 22-ე დაბადების დღეზე პარტნიორებისგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო: “სოსიედადმა” კატალონიის “ბარსელონას” დაამარცხა – 3:1. მატჩის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი მეგობარ გოგონასთან ერთად სან-სებასტიანის ერთ-ერთი კლუბში წავიდა, საიდანაც უკვე პოლიციის გამოსაყვანი გახდა. შვეიცარული პრესის ცნობით ახალგაზრდებმა კლუბში სკანდალი მოაწყვეს, რომელსაც ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა და საქმეში პოლიციიშ ჩარების აუცილებლობა შეიქმნა.
ღამე სეფეროვიჩმა განყოფილებაში გაატარა, თუმცა მეორე დღეს ფეხბურთელი გაათავისუფლეს.