“ბარსელონამ” “ჩელსის” მესამე ოფიციალური წინადადებით მიმართა
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ორჯერ მიღებული უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვილიანის, დამატებას.
Sky Sports-ის ცნობით, კატალონიელები უკვე მესამე თვეა, რაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავად ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასი და რამდენიმე ფორმალური დეტალია შესათანხმებელი.
კატალონიური გრანდი მზადაა, ვილიანის სანაცვლოდ, რომელიც ლონდონის “ჩელსის” გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 53 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ბრიტანული გამოცემიბს თანახმად, ვილიანს მაურიციო სარისთან თანამშრომლობის დიდი სურვილი არ გააჩნია და ის ანტონიო კონტეს წასვლის წინააღმდეგიც იყო. 2013 წელს “ანჟიდან” გადასვლის შემდეგ მან 236 მატჩი ჩაატარა “არისტოკრატთა” რიგებში და 44 გოლი გაიტანა.