ბართომეუ: “ბარსელონას” მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით”
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, გუნდის მიზნებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” 2020 წელს ექვსი ტიტულის მოგებისთვის იბრძოლებენ.
“ჩემპიონატის მოგება ყოველთვის ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ეს არის ტიტული, რომლისთვისაც ყოველ სეზონში მაქსიმალურად ვიხარჯებით. თუმცა უკვე მივეჩვიეთ, რომ მხოლოდ ჩემპიონატის მოგება საკმარისი არაა.
ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ ტურნირს.
რომ შევაჯამო, ჩვენი მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით,” – აცხადებს ბართომეუ.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს “ბარსელონამ” პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.