ბართომეუ: “კატალონიის დამოუკიდებლობის მოსურნეებს ჩემი გადადგომა სურთ”
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მხარდამჭერებს მისი თანამდებობიდან გადაგდომა სურთ.
“მხარდამჭერთა კლუბში არ ვარ, რადგან პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან განსხვავებული მცნებებია. მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, ის, რაც შეიძლება, დიდ ხანს ვაკეთო. მსურს, “ბარსელონას” გაძლიერებაში დავეხმარო. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების მსურვლებს ჩემი თანამდებობიდან გადადგომა სურთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ გვერდში არ ვდგავარ და პოლიტიკას ვემიჯნები.”
“ამ ხალხისგან ჩვენს წინააღმდეგ კამპანიაა გამართული. ისინი ჩვენ, პრეზიდენტსა და “ბარსას” დირექტორებს გვიტევენ, რადგან მათ არ ვაფინანსებთ და არ ვეხმარებით. ANC-მ ფული მთხოვა და მათ უარი ვუთხარი. ვემხრობი, გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა “ბარსელონა” არ უნდა იყოს პოლიტიზირებული,” – აცხადებს ბართომეუ.