ბართომეუ: “ყველაფერი გავაკეთეთ, ჩემპიონებისთვის ცხოვრება რომ გაგვერთულებინა”
კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ესპანეთის ჩემპიონობისთვის გამართულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აწ უკვე დასრულებული სეზონი შეაფასა.
“ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო (“ბარსელონა” 4-2 “ეიბარი”). მეტოქემ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა, ისღა დაგვრჩენია, მათ ჩემპიონობა მივულოცოთ.
ყველა ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, თუმცა სხვა მატჩებში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.
ბრძოლა ბოლომდე თანაბარი და დაბალანსებული იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩემპიონისათვის ყველაფერი გაგვერთულებინა, სწორედ ეს იყო ჩვენი მისიაც.
წინ ფინალი გველის, “ალავესის” დამარცხება ადვილი არ იქნება, თუმცა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,” – აცხადებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტი.