ბართომეუ: “ზოგიერთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, ზოგიერთს მივიღებთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” განცდილი სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ პირველი კომენტარი გააკეთა.
“მძიმე საღამოა, ძალზედ მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. გულშემატკივრებისა და ყველა ჩვენგანის გამო ვწუხვარ. ეს ის გუნდი არ იყო, რომელსაც წარმოვადგენთ. ძალიან ვწუხვარ.
ძალიან მძიმე მარცხია. ვულოცავ “ბაიერნს” დიდებული თამაშის ჩვენებას. მიუნხენელებმა ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს. ჩვენს დონეზე არ ვდგავართ და ეს კატასტროფაა. ახლა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ზოგიერთ ნაბიჯზე უკვე ვფიქრობთ, თუმცა დღეს ამის შესახებ არაფერს ვიტყვი. პირველ რიგში, პარტნიორებსა და “ბარსელონას” ფანებს მოვუხდით ბოდიშს.
დღეს ჩვენს გადაწყვეტილებებს არ გავამხელ. ზოგიერთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს, ზოგიერთს კი მივიღებთ. ამაზე მომდევნო კვირიდან დავიწყებთ მუშაობას. დღეს მირჩევნია, რომ გადაწყვეტილებების შესახებ არაფერი ვთქვა”, – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს “მარკა”.
“სკაი სპორტის” ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კიკე სეტიენის გათავისუფლებს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.