ბასილაშვილის პირველი კომენტარი ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ
17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში (5:7, 3:6) დაამარცხა და პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში.
ფინალში ნიკას მეტოქე დიდი ბრიტანელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება.
ფრიტცთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ინდიანა უელსს მე-5 დიდი შლემის ტურნირს უწოდებენ. ეს არის ჩოგბურთის პიკი. ჩემთვის ფინალი ძალიან მნიშვნელოვნია. თავს კარგად ვგრძნობ და იმედია, ფინალში კარგი თამაში მექნება. ნორი საინტერესო ჩოგბურთელია, დღეს საღამოს ზუსტად შევისწავლი. აქცენტს ჩემს თამაშზე გავაკეთებ და არ დავისტრესები იმით, თუ როგორია ჩემი მეტოქე”, – თქვა ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.