ბასილაშვილს პრობლემები არ ელევა – დოროყაშვილთან საქმე გრძელდება
28 მარტს ნიკა ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილის მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად, პროცესზე ერთი მოწმე, ნეკა დოროყაშვილის მეგობარი ცოტნე მოხევიშვილი გამოიკითხა.
მოხევიშვილის განცხადებით, ის დოროყაშვილს 2019 წლიდან იცნობს და ამბობს, რომ ხშირად დაუჩივლია მასთან ნეკას ქმრისგან ძალადობის გამო.
მისი თქმით, ნეკა იმ პერიოდში ყოველთვის დეპრესიული და აღელვებული იყო. გარდა ამისა, ბასილაშვილს ყოველი გადახდილი თანხის შემდეგ ქვითრებს სოციალურ ქსელში უგზავნიდა, ხოლო, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩოგბურთელმა მას ბარათი საერთოდ დაუბლოკა.
შეზღუდული დროის გამო მხოლოდ მოხევიშვილის გამოკითხვა მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ყოფილი ცოლი მას ბავშვის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ წლებია ნიკას ალიმენტი არ გადაუხდია. ამას ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სიცრუებს უწოდებს და განაცხადა, რომ 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის ბოლომდე ნიკა ყოველთვიურად შვილს დამატებითი ხარჯებისთვის 7500 ლარს უხდიდა. ასევე, დეკემბრის თვეში 85 ათასი დოლარი გადაურიცხა, რაც ლარებში მაშინდელი კურსით 280 ათასი ლარია.