“ბასტიას” ფანები “ლიონის” ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, მატჩი გადაიდო (ვიდეო)
საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბასტიასა” და “ლიონს” შორის გასამართი მატჩი შეწყდა და გადაიდო.
სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს წინასამატჩო მოთელვისას “ბასტიას” ფანკლუბის წევრები თავს დაესხნენ. თავდასხმის ეპიცენტრში “ლიონის” მეკარე ანტონი ლოპესი და თავდამსხმელი მემფის დეპაი აღმოჩნდნენ. გარკვეული დროის შემდეგ სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.
50 წუთის დაგვიანებით მატჩის დაწყება შესაძლებელი გახდა, მაგრამ შესვენების გამოცხადების შემდეგ “ბასტიას” ფანები კვლავ გადავიდნენ მოედანზე და ანტონი ლოპესს თავს დაესხნენ. რთულ ვითარებაში მყოფი მეკარის დახსნა “ლიონის” სხვა ფეხბურთელებმა სცადეს. ამის შემდეგ “ლიონმა” მეორე ტაიმში მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადა და ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.
Longer, 2-minute version courtesy of OL TV shows extraordinary attempt to attack Lyon players from SC Bastia “fans”. pic.twitter.com/UAsnHwSyi0
— Get French Football (@GFFN) 16 April 2017
BeIN Sports footage actually catches a man trying to attack Memphis Depay & punches thrown at a Lyon goalkeeper. pic.twitter.com/NeL0nn1tY5
— Get French Football (@GFFN) 16 April 2017
Les images des incidents survenus à la mi-temps de #SCBOL à Bastia… #CFC pic.twitter.com/SVYVAQ7kyk
— Canal Football Club (@CanalFootClub) 16 April 2017