ბათუმელების მნიშნვნელოვანი გამარჯვება
პირველი ლიგის “ბ” ზონის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს “საბურთალო” და ბთუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ბენდელაზე” გაიმართა, რომლის სტადიონზე 300მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. მათ შორის ბათუმის “დინამოს” ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს.
დინამოელები მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ “სამტრედიას” ეწეოდნენ და შესაბამისად მატჩიც აქტიურად დაიწყეს. ბათუმელთა რიგებში გამოირჩეოდნენ თევდორაძე, ჩიმაკაძე და ჩირიკაშვილი. ამ უკანასკნელის დარტყმები ორჯერ ძელმაც კი მოიგერია. მატჩის ერთადერთი გოლი კი 31-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ამირან აბუსელიძემ დაასწრო ყველას და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ლაზარე კუპატაძის გადაგზავნა – 0-1.
მეორე ნახევარში ბათუმელებმა აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში, თამაშის ტემპი დააგდეს და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ. თუმცა, პირველი 10 წუთი საბურთალოს კარნახით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. აქტიური იყო ლორენცო ლარკი და გუნდის კაპიტანი ხარაიშვილი. მისი საჯარიმო დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
თუმცა შანსი ბათუმელებსაც ქონდათ. კონტრშეტევის დროს მეკარესთან პირისპირ თევდორაძე გადიოდა და ტაბიძემ ის აკრძალული ხერხით შეაჩერა. “დინამოელები” წითელს ითხოვნდნენ, მაგრამ ალექსანდრე კრიჭაშვილმა მას ყვითელი აკმარა.
საბოლოო ჯამში, ბათუმელებმა შეხვედრა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და “სამტრედიასთან” ერთად უმაღლესის საგზურის მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან.
24.11.2013
თბილისი, ბენდელა. 300 მაყურებელი.
საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი (კაპ), ბარამიძე, ლარკი, ვიანე, წივილაშვილი, გოცირიძე.
სათადარიგოები: გოშაძე, ბეროშვილი, ჭოხონელიძე, გვარაძე, რუხაძე, წოწონავა, მენთეშაშვილი.
მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
“დინამო” (ბათუმი): ალავიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, თოდუა, მახარაძე (კაპ), ვარშანიძე, მაკარიანი, თევდორაძ, ჩირიკაშვილი, ჩიმაკაძე, აბუსელიძე.
სათადარიგოები: ტაკიძე, ბაციკაძე, ჭკუასელი, ბერაძე, ალავიძე, ჭიღვარია, მანწკავა.
მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გოლი: აბუსელიძე 31′
2 კუთხურები 5
2 ყვითელი ბარათები 1
0 წითელი ბარათები 0