ბათუმელების მნიშნვნელოვანი გამარჯვება

თარიღი: ნოემბერი 24, 2013

პირველი ლიგის “ბ” ზონის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს “საბურთალო” და ბთუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ბენდელაზე” გაიმართა, რომლის სტადიონზე 300მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. მათ შორის ბათუმის “დინამოს” ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს.

დინამოელები მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ “სამტრედიას” ეწეოდნენ და შესაბამისად მატჩიც აქტიურად დაიწყეს. ბათუმელთა რიგებში გამოირჩეოდნენ თევდორაძე, ჩიმაკაძე და ჩირიკაშვილი. ამ უკანასკნელის დარტყმები ორჯერ ძელმაც კი მოიგერია. მატჩის ერთადერთი გოლი კი 31-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ამირან აბუსელიძემ დაასწრო ყველას და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ლაზარე კუპატაძის გადაგზავნა – 0-1.

მეორე ნახევარში ბათუმელებმა აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში, თამაშის ტემპი დააგდეს და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ. თუმცა, პირველი 10 წუთი საბურთალოს კარნახით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. აქტიური იყო ლორენცო ლარკი და გუნდის კაპიტანი ხარაიშვილი. მისი საჯარიმო დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

თუმცა შანსი ბათუმელებსაც ქონდათ. კონტრშეტევის დროს მეკარესთან პირისპირ თევდორაძე გადიოდა და ტაბიძემ ის აკრძალული ხერხით შეაჩერა. “დინამოელები” წითელს ითხოვნდნენ, მაგრამ ალექსანდრე კრიჭაშვილმა მას ყვითელი აკმარა.

საბოლოო ჯამში, ბათუმელებმა შეხვედრა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და “სამტრედიასთან” ერთად უმაღლესის საგზურის მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან.

24.11.2013

თბილისი, ბენდელა. 300 მაყურებელი.

საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი (კაპ), ბარამიძე, ლარკი, ვიანე, წივილაშვილი, გოცირიძე.

სათადარიგოები:  გოშაძე, ბეროშვილი, ჭოხონელიძე, გვარაძე, რუხაძე, წოწონავა, მენთეშაშვილი.

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

“დინამო” (ბათუმი): ალავიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, თოდუა, მახარაძე (კაპ), ვარშანიძე, მაკარიანი, თევდორაძ, ჩირიკაშვილი, ჩიმაკაძე, აბუსელიძე.

სათადარიგოები: ტაკიძე, ბაციკაძე, ჭკუასელი, ბერაძე, ალავიძე, ჭიღვარია, მანწკავა.

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლი: აბუსელიძე 31′

2       კუთხურები        5

2 ყვითელი ბარათები 1

0  წითელი ბარათები  0

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. სამხრეთ კორეასთან და დანიასთან დასრულებული 2 ყაიმის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე “დინამოს” ფეხბურთელია

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე თბილისის “დინამოს” შეუერთდა. მჭედლოს საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ საბანაძეს მძიმე ტრავმა აქვს

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი, ნიკოლოზ საბანაძე ტრავმირებულია და უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე საქართველოში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. მჭედლიძე 11 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ტვენტეში” პირველი გოლი შეაგდო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიურ “ტვენტეში” სადებიუტო გოლი გაიტანა. “ფორტუნა სიტარდის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ გადაცემაში “სპორტი იმედზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ზედიზედ მე-5 მოიგო, გორი რუსთავს დაუზავ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მე-2 დღე უშუალო კონკურენტების, გორის “დილასა” და რუსთავის “რუსთავს” შორის მატჩით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” “კიშვარდას” ეწვია და ზივზიძის დუბლით იმარჯვა. ბუდუმ ანგარიში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთეს “ტორპედოს” ფეხბურთელებმა “საბურთალოსთან” მატჩის წინ?

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ფეხბურთელების [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკვე ფეხბურთელებიც ილაპარაკებენ! – გაუსაძლისი პირობები “ტორპედოში”

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. გუნდის ფეხბურთელები ხვალ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ იმ გაუსაძლის პირობებზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” 16 წლის მეკარის წარმატებული დებიუტი ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

ეროვნულ ლიგაში ქუთაისის “ტორპედოს” 16 წლის მეკარის, დავით ასათიანის დებიუტი შედგა. საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩამდე 30 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედო” ბოლო წამზე გადარჩა, “საბურთალომ” მ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდა. ბოლნისში “სიონმა” მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “საბურთალო” მიიღო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს. ამის შესახებ შოთამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი ბუღრიძე: “მთავარი მატჩები შვეიცარიაში იწყება”

21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინი 4-0, აზერბაიჯანი კი 0-3 დაამარცხა და ჯგუფს ლიდერობს. […]...
წაკითხვა