ბათუმელებმა უკრაინული “ოლიმპიკი” დაამარცხეს
თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის “დინამო” მორიგ ტესტ-მატჩში უკრაინულ “ოლიმპიკს” დაუპირისპირდა, რომელიც ქალაქ დონეცკს წარმოადგენს. აღნიშნული გუნდი 2001 წელს შეიქმნა და მიმდინარე სეზონში უკრაინულ პერშა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, რაც მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაშის წინაპირობაა.
“დინამოსა” და “ოლიმპიკის” შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა. ბათუმელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. 25-ე წუთზე ანგარიში ჩირიკაშვილმა გახსნა, ხოლო 75-ზე თავი სიხარულიძემ გამოიჩინა.
ბათუმელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ალავიძე, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, ჟვანია, სუხიაშვილი, ვარშანიძე, გოგიტიძე, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, სიხარულიძე, ჭკუასელი.
ცვლილებები: ქორიძე -> ტეტუნაშვილი, აბუსელიძე – > სიხარულიძე, მუჯირი -> თევდორაძე, ფიფია -> გოგიტიძე.