ბათუმელებმა უნგრელებს სძლიეს
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ლევან ხომერიკის გუნდის მეტოქე უნგრული “სპარტაკუსი” იყო, რომელიც აჭარელებმა 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში ჩირიკაშვილის გოლით გაიხსნა. “სპარტაკუსმა” სეიდის გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ამირან აბუსელიძემ მეტოქეს მაინც გუატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.