ბათუმი – საოცარი ქალაქი საოცარი სტადიონით, სადაც კორონა არ არსებობს?!

თარიღი: ივლისი 20, 2021

დაახლოებით 1 კვირა გავატარე ბათუმში, საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარე და ქუჩაში მაქსიმუმ 10 ადამიანი ვნახე ამ დროის განმავლობაში, რომელსაც პირბადე ეკეთა.

ძალიან რთულია რეგულაციების მოხსნის შემდეგ 35-40 გრადუსში ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის გაკეთება მოსთხოვო. სანაპიროზე და ბულვარში პირბადით ყოფნას სჯობს საერთოდ არ გახვიდე, მაგრამ ბათუმში პირბადეს ადგილობრივი დამსვენებელი/ტურისტი დიდწილად არც აფთიაქებში, სამარშუტო ტაქსებში, მაღაზიებში თუ ხალხმრავალ ადგილებზე იკეთებს.

“აქ მაგას არ ვიკეთებთ” – ასე მითხრა ტაქსის მძღოლმა ქალაქში ჩასვლისას და ერთადერთი ადგილი, სადაც რეალურად ამ კუთხით რამეს აკონტროლებდნენ, მატარებელი იყო, რომლითაც ვიმგზავრე.

15 ივლისს ბათუმის “დინამომ” “ტრე-პენე” მიიღო და ამჯერადაც დიდი ანგარიშით, 3-0 გაანადგურა. სტადიონზე 20 ათასი გულშემატკივარი ეტევა,  რეგულაციების გამო სტადიონის ტევადობის მხოლოდ 50% უნდა შევსებულიყო, მაგრამ “ბათუმი არენას” აშკარად გაცილებით მეტი ფანი ესწრებოდა.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად ვერ ნახავდი ვინმეს, ვისაც პირბადე ეკეთა ან ცდილობდა სოციალური დისტანცია დაეცვა, რაც, პირველ რიგში, ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს და აჭარაში თბილისის შემდეგ გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

22 ივლისს “დინამო” ბელორუსულ “ბატეს” მასპინძლობს და 5-10 და 15 ლარიანი ბილეთები დარჩენილი აღარც არის. 10 000 ბილეთი დღის ბოლომდე გაიყიდება. ბევრი და ერთგული გულშემატკივარი ბათუმს არასდროს აკლდა.

როგორც 2 დღის წინ მოუწოდა გუნდმა გულშემატკივარს მოედანზე შევარდნისგან და პიროტექნიკისგან გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ისე უნდა მოხდეს მიმართვის გავრცელება და ადგილზე რეგულაციების სრული კონტროლი.

10 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში პირბადისა და სოციალური დისტანციის გარეშე ყოფნამ, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელი გრანდებში გაუშვეს ხვიჩა კვარაცხელია? – ბაიერნი, მილანი…

საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა მედია საშუალებას ყოველდღე ახალ გუნდში გადაჰყავს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსს” მომავალ წელს დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ გამოიცვლის. “სკაი იტალიას” ჟურნალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატება “ტოტენჰემსაც” სურს

“სკაი იტალია” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი ლონდონის ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ცნობილი სპორტსმენი მერობისთვის იბრძოლებს – ვინ იქნება შემდეგი?

ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება და მოქალაქეებს ახალი მერების არჩევა შეეძლებათ. ჯერჯერობით უმეტესი კანდიდატები დასახელებულნ...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ეგვიპტელმა მოფარიკავემ გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა

ეგვიპტელმა მოფარიკავემ, 18 წლის მოჰამედ ელსაიედმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, იანიკ ბორელის, დამარცხება კრიშტიანუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა სამწვრთნელო კარიერა წამოიწყო

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ფერნანდო ტორესმა, სამწვრთნელო კარიერა წამოიწყო. ინფორმაციას მა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო: “მესი “ბარსელონას” ისტორიაა და ის კლუბში უნდა დარჩეს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდინიომ, მესის მომავალთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, ლეოს კატალონიურ გრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გეყოფათ იმის წერა, რომ სადმე მივდივარ” – “რუბინმა” ხვიჩასთა

ყაზანის “რუბინმა” სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა. ფოტოზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პაოკის” მწვრთნელმა ნინუა ამხანაგურ მატჩში არ ათამაშა

“პაოკმა” ამხანაგურ მატჩში როტერდამის “ფეიენოორდი” 1-2 დაამარცხა. “პაოკის” მწვრთნელმა მატჩში 22 ფეხბურთელი ათამაშა,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეინი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ პრემიერლიგის სასტარტო ტურის მატჩს გამოტოვე

ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი ჰარი კეინი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ინგლისის...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “ბათუმის “დინამოს” ბიუჯეტი 40 მილიონი უნდა გახდეს”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გუნდის მომდევნო განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. “არის ორი რადიკალურად განსხვავებული სიბრტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძალიან დიდი ამბები “ტორპედოში” – შენგელია, ახვლედიანი, 7 მილიონი

ქუთაისის “ტორპედოში” სპონსორის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად პოზიტიურად იცვლება და გუნდში ძალიან დიდი სიახლეებია. “ტორპედოში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადასახადების დამალვაში ბრალდებულმა ანჩელოტიმ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი პარასკევს მადრიდის სასამართლოს წინაშე 2014 და 2015 წლებში საგადასახადო დანაშაულების ბრალდებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” ფეხბურთელები ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ

შაბათს, რომის “ლაციო” მთელი გუნდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს, თუმცა, როგორც გამოცემა “ლა რეპუბლიკა&...
წაკითხვა