ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა!

თარიღი: ოქტომბერი 28, 2020

ათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მოინახულეს.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საკუთარ სიტყვაში თითოეულმა მათგანმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება მიულოცა.

ლევან კობიაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “დღევანდელ დღეს, არამარტო ბათუმელები არამედ თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივარმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს, ის რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება.

ბათუმის ახალი სტადიონი ყველნაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ამ არენაზე ჩვენ უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს ეს სტადიონი სჭირდებოდა და ამაყი ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით.”

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც  შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით  განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.)

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკას ვასკესის მიერ “ბარსელონასთან” მატჩსი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფას სამედიცინო კომისიის წევრები აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ წესები არ იცი, მოგვიანებით აგიხსნი” – მსაჯი ლიონელ მესის

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტამ “რეალთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ გააძევა მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარმასთან” მატჩში? [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “მილანმა” გასვლაზე “პარმას” დამარცხება შეძლო ანგარიშით 1:2. მატჩის მიმდინარეოსას ზლატან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ “სერენს” მოაგებინა (ვიდეო)

10 აპრილს, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში “სერენმა” საკუთარ მოედანზე “დეინზე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი პიკეს: “ახლა აპროტესტებ? რამდენი გინდოდა?” (ვიდეო)

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ბედნიერი ვარ”

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზინედინ ზიდანის მეთაურობით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “მსაჯს პენალტი აუცილებლად უნდა დაენიშნა”

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. “ელ კლასიკოში” განცდილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიტანა ლეო მესიმ ბოლოს “ელ კლასიკოში”?

კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გასვლაზე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა (2:1). გოლები კარიმ ბენზემას, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – უნდა დანიშნულიყო პენალტი “რეალის” კარში?

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს წარმომადგენლებმა მარტინ ბრაიტუეიტის საკამათო ეპიზოდთან დაკავშირებით აზრი ორ ყოფილ მსაჯს ჰკითხეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუჰელი: “ინგლისში “ჩელსის” ოთხეულში გასაყვანად მოვედი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰლმა, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების (1:4) შემდეგ პრესასთან […]...
წაკითხვა