ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერებში “ტორპედოს” ძლევით გაერია
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2-0 დაამარცხა. ანგარიში 35-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა. მე-2 ნახევარში, როგორც ყოველთვის, “დინამომ” უკან დაიხია და “ტორპედომ” მძლავრად შეუტია, მაგრამ დღეს საფეხბურთო ფორტუნა ზღვაზე იყო. მატჩის ბოლოს მამუჩაშვილმა კარგი პასი გაუკეთა ვაგნერს, ვაგნერიდან ბურთი მანჯგალაძეს მიუვიდა და მანჯგალაძემაც შეასრულა. “დინამოს” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ბრაზილიელმა რეინალდომ, რომელიც 89-ე წუთზე შემოვიდა.
ბათუმელები დროებით 10 ქულით მე-2 ადგილზე გადავიდნენ, “ტორპედო” მე-8 პოზიციაზე დარჩა.
დინამო 2-0 ტორპედო
გოლი: ჯოვინო 35, მანჯგალაძე 88
დინამო: ალავიძე – მელიავა, კობახიძე (ობოაბონა 86), გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი, მამუჩაშვილი – ჯიღაური, ჯოვინო (რეინალდო 89), მანჯგალაძე – ნიქაბაძე (ვაგნერი 61)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო: შოვნაძე – ტაბატაძე, ადამაძე, კასრაძე, ნადარაია – მარკოვიჩი, ჯანელიძე, ივანიშვილი (შარვაშიძე 77), ბობკო (კვერნაძე 87) – ციცქიშვილი, ფანცულაია (პონომარი 72)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე