ბათუმის დინამო მეორე წრისთვის ემზადება
ბათუმის “დინამო” მეორე წრისთვის მზადებას ანგისის ბაზაზე 8 იანვრიდან შეუდგა. 15 იანვრიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა.
პირველი წრის შემდეგ “დინამო” დატოვეს მცველმა გიორგი გავაშელიშვილმა და ნახევარმცველმა დიმიტრი პაჭკორიამ, კლუბი მათ მადლობას უხდის გაწეული ამაგისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ ასპარეზზე. როგორც ადრე მოგახსენეთ კონტრაქტი გაფორმდა ნახევარმცველ გიორგი ქავთარაძესთან, გუნდში ასევე ვარჯიშობენ ს.კ. “ცხინვალის” ყოფილი მოთამაშეები, შემტევი თაზო მაქაცარია და მცველი გიორგი სეფიაშვილი, ასევე მიმდინარეობს დაკვირევება რამდენიმე ფეხბურთელზე, მათ შორის დუბლშემადგენლობიდან.
საკონტროლო მატჩებს რაც შეეხება, 23 იანვარს დაგეგმილია გასვლითი სპარინგი ზუგდიდში, სავარაუდოდ 25 იანვრისთვის კი, ქობულეთში ფოთის “კოლხეთთან”.
dinamobatumi.ge