ბათუმის “დინამო” როგორც მიუნხენის “ბაიერნი” – ბერიძე თავის პირობას ასრულებს!
ბათუმის “დინამო” ევროტურნირებისთვის სერიოზულად მზადებას იწყებს და გუნდი ახალი ფეხბურთელებით ივსება.
“დინამოში” კარიერას გორის “დილას” 24 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გააგრძელებს. ირაკლის “დილას” ერთ-ერთი ლიდერი იყო და გასულ სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე პასი დადო.
ბიძინაშვილს ძლიერი დარტყმა აქვს და ბათუმში მამუჩაშვილთან და ალთუნაშვილთან ერთად მძლავ ტრიოს შექმნის.
მამუჩაშვილი და ალთუნაშვილი “დინამოში” “საბურთალოდან” გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიხსნენ. ელიგის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი, თუ უცხოეთში არ მიდის, კარიერას “დინამოში” აგრძელებს. მათ შორის, კუპატაძე, აზაროვი, ჩაბრაძე და სხვები. ეს ერთგვარად მიუნხენის “ბაიერნის” სტილზე მიანიშნებს, რომელსაც ბუნდესლიგიდან ყველა კარგ მოთამაშე გადაყავს.
გარდა ამისა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიქაბაძე, ვაკო თევდორაძე, შინდაგორიძე, გროცურეკი, გაგოშიძე და მანჯგალაძე კლუბს დატოვებენ.