ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
დღეს, ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. სტამბოლის მახლობლად, კარტეპეში ბათუმური კლუბი 10 დღეს დაჰყოფს და სამ ამხანაგურ მატჩს 21, 24 და 27 ივნისს გამართავს. პირველი სპარინგ პარტნიორის ვინაობა დღეს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რაც შეეხება 24 და 27 ივნისს გასამართ მატჩებს – დინამოელები ჯერ რუმინულ CSMS Iași – ის გაეჯიბრებიან, 27 ივნისს კი რუსულ ამკარს.
ბათუმის “დინამო” შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე.
მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი, აშბა.
თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე
კარტეპეში გუნდს შოტლანდიელი ნახევარმცველი უილიამ გიბსონიც შეუერთდება.
“დინამო” ბათუმის პრეს სამსახური