ბათუმის “დინამოდან” ქართველებთან – ჯოვინო რუსეთში მიდის

თარიღი: სექტემბერი 1, 2020

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას რუსულ “როტორში” გააგრძელებს.

ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი შემტევი “როტორთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. უცნობია, თუ რას მიიღებს “დინამო” მის სანაცვლოდ, თუმცა ეს აუცილებლად 500 ათას ევროზე მეტი იქნება.

ჯოვინო “დინამოს” ღირსებას ოთხი წელია იცავს და გუნდის ხელმძღვანელობა მზად იყო, ხელსაყრელი პირობების შემოთავაზის შემთხვევაში, ფლამარიონი გაეყიდათ.

“როტორში” 5 ქართველი თამაშობს – ანანიძე, მიქელთაძე, ყიფიანი, დავითაშვილი, კვირკველია.

მსგავსი სიახლეები