ბათუმის “დინამომ” 3-0 წააგო, მაგრამ იბრძოლა
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის “დინამომ” “ჰაპოელ ბეერ შევასთან” 3-0 წააგო. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ჟოსუე გახდა, რომელმაც 2 საოცარი გოლი გაუტანა ალავიძეს. 28-ე წუთზე კი კობახიძეს ბურთი ფეხზე ცუდად მოხვდა და ავტოგოლი გავიდა. “დინამომ” იბრძოლა, შექმნა მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ევროპის ლიგაზე ასპარეზობას “ლოკომოტივი” და თბილისის “დინამო” აგრძელებენ.
ჰაპოელი 3-0 დინამო
გოლები: ჟოსუე 9/61, კობახიძე (28 ავტოგოლი)
ჰაპოელი: ლევიტა – დადია, ვიტორი, ტზედეკი, გოლდბერგი – კაბა, კელტიჟენსი, ჟოსუე, სინტაიეჰუ, ალოკატსი – შვირო
მთავარი მწვრთნელი: ბარაკ ბახარი
დინამო: ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (ჩალაძე 45) – ჯიღაური, მანჯგალაძე, ტეიდი – ვაგნერი, ნიქაბაძე (რეინალდო 64), ჯოვინო
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე