ბათუმის “დინამომ” კენედი ნვანგანგა დაიმატა
ბათუმის “დინამომ” ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი, კენედი ნვანგანგა დაიმატა. ბათუმელებმა 26 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმეს.
ნვანგანგა გასულ ფინური “ინტერის” ღირსებას იცავდა, სადაც 28 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. 2011-12 წლების სეზონში, მან “გენკის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონის “ჩელსის”, ლევერკუზენის “ბაიერისა” და “ვალენსიას” წინააღმდეგ ითამაშა.
ნიგერიელი შემტევი 2010-11 წლების სეზონში ბელგიის ჩემპიონი გახდა. მის მიერ ლიეჟის “სტანდარტში” გატანილი გოლი კი “გენკს” ჩემპიონობის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.
კენედი უგოალა ნვანგანგა (ნიგერია)
დაბადების თარიღი – 1990 წლის 15 აგვისტო
პოზიცია: – შემთევი ნახევარმცველი (გარემარბი)
სიმაღლე: – 1.88 სმ.
საკლუბო კარიერა:
2009-10 და 2016 წ. – „ინტერი“ ტურკუ (ფინეთი) – 71 მატჩი და 13 გოლი
2010-13 და 2014 წ. – „გენკი“ (ბელგია) – 60 მატჩი და 4 გოლი
2012-13 წ. – „ბეერსხოტი“ (ბელგია) – 7 მატჩი
2013-14 წ. – „ვესტერლო“ (ბელგია) – 12 მატჩი 1 გოლი
2014-15 წ. – „რუზელარე“ (ბელგია) – 17 მატჩი 4 გოლი
ჩემპიონთა ლიგა:
9 მატჩი (5 ჯგუფურ ეტაპზე)
ევროპის ლიგა:
8 მატჩი
მომზადებულია dinamobatumi.com-ის მიხედვით