ბათუმის “დინამომ” “ლიდსის” ყოფილი მეკარე დაიმატა
ბათუმის “დინამომ” მე-8 ტრანსფერი განახორციელა და 24 წლის პოლონელი მეკარე, კამილ მიაზეკი დაიმატა.
მიაზეკი ბოლოს ინგლისური “ლიდსის” მე-2 მეკარე იყო, მაგრამ მატჩი არ ჩაუტარებია. ახალგაზრდული კარიერა როტერდამის “ფეიენოორდში” აქვს გატარებული.
მიაზეკი 1.96მ-ის არის და 2020 წლის ივლისიდან, “ლიდსის” დატოვების შემდეგ უკლუბოდ დარჩა.
პოლონელი გოლკიპერი უკრაინელი იგორ ლევჩენკოს შეცვლის, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა. იგივე ბედი ეწია უკრაინელ მაქსიმ კუჩინსკისაც. მიხეილ ალავიძესთან კონკურენცია ვერავინ შეძლო, მაგრამ სეზონის ბოლოს გეგუჩაძე ალავიძეს ნაკლებად ენდობოდა.
ეს ბათუმის “დინამოს” მე-8 ტრანსფერია. მანამდე სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა 7 ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა: გიორგი ფანცულაია (ტორპედო), გრიგოლ ჩაბრაძე და სანდრო ალთუნაშვილი (ორივე საბურთალო), რაფაელ ჩუკვურა (თელავი), გიორგი ზარია (დინამო თბილისი), უკრაინელი ოლექსანდრ აზაცკი (ბანიკი) და ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო (ლეგია)