ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა
ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა.
“დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლის შემდეგ ცხადი იყო, რომ ხარატიშვილი გუნდის მე-4 მეკარედ განიხილებოდა და სათამაშო დრო საერთოდ არ მოუწევდა. ლუკა 19-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
შესაძლებელია, კლუბიდან მიხეილ ალავიძეც წავიდეს, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმელთა კაპიტანი იყო.
“შუქურამ” ახალწლამდე კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ) და დავით სამსონია ( გაგრა ) დაიმატა.
გუნდში დარჩნენ მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე.
წავიდნენ ლუკა შეროზია, ნიკა ჭანტურია, ლევან ხმალაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გელა გოგიტიძე და შალვა ექვთიმიშვილი.
შუქურა 2- დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე.