ბათუმის “დინამომ” “სამტრედიას” დაუქამბექა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 1-2 დამარცხდა. 25-ე წუთზე “დინამო” მამუკა კობახიძის გაძევების შემდგომ 10 კაცით დარჩა, ლაშა თოთაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და “სამტრედია” დააწინაურა.
მე-2 ტაიმში იმერლები დაცვაში ჩადგნენ და 66-ე წუთზე გაფრინდაშვილის ჩაწოდებული ნიქაბაძემ მოხდენილად გაატარა და ჯიღაურმა ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის ბოლო წუთებში “სამტრედია” რიცხობრივ უპირატესობას იყენებდა, მაგრამ სამაგიეროდ მომენტები ვერ გამოიყენა. ჯერ გაფრინდაშვილი გაექცა რამდენიმე ფეხბურთელს და თოთაძემ შეაჩერა, შემდეგ კი 93-ე წუთზე სამბუმ თევდორაძე მოჩეხა. საჯარიმო შერგელაშვილმა შეასრულა, თოთაძეს შეცვლაზე შემოსული დვალიშვილი გაექცა და ლადომ 3-ქულიანი ბურთი გაიტანა.
“დინამომ” “დინამოსთან” 2-ქულამდე დაიყვანა სხვაობა, “სამტრედიას” კი “ტორპედოსთან” 3 ქულიანი უპირატესობა დარჩა.
სამტრედია 1-2 დინამო ბათუმი
გოლები: თოთაძე 26 (პ) – ჯიღაური 63, დვალიშვილი 93
წითელი ბარათი: კობახიძე 25