ბათუმის “დინამოს” კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
ვლადიმერ ვაისმა ბათუმის “დინამოს” კაპიტანი, თეიმურაზ შონია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
26 წლის ნახევარმცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. იგი მთელი ჩემპიონატის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საბოლოოდ, “დინამო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე დიდი ბრძოლის შემდეგ მოხვდა.
შონიას 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.